ლევან როსტოშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-23 14:21:00

სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მსახიობ ლაშა კურტანიძეს - 5 წლით.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 260-ე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) მუხლით აღიძრა. ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.