ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა

საქართველო, თბილისი - 2017-03-22 15:46:00

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა. ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმელ გიგა ჩხაიძეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. მის ინტერესებს ხალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. ადვოკატმა მოსამართლეს ვიდეო ჩანაწერი გააცნო, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხაიძე დაკავებამდე 15 წუთით ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მისი აყვანა კი მისსავე ავტომობილიდან მოხდა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.