სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-21 12:42:00

 

18 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (1200 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად,  სომხეთის მოქალაქეს, ვ.გ-ს, ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით.