სადახლოზე და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-21 12:40:00

20  მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (სერთო წონა 274.83 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16496.06 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 16496.06 ლარის ოდენობით შეეფარდათ.