ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-19 12:00:00

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციის იფორმაციით, აქციის მონაწილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით მიმდიანორებს.

რაც შეეხება 2 დღის წინ დაკავებულ კიდევ 8 ადამიანს, მათი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.