რუსთავში, ქვის საჭრელ საამქროში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2017-03-19 11:54:00

რუსთავში, , ქვის საჭრელ საამქროში, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.