ვანში, შვილმა მამა თოფით მოკლა

საქართველო, თბილისი - 2017-03-17 14:58:00

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.