ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა

საქართველო, თბილისი - 2017-03-16 20:00:00

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა.

მისი თქმით, დაკავებულია 8 ადამიანი და არა 6, როგორც ამას შსს აცხადებდა. დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, ერთ პირს კი უკვე მისჯილი აქვს 5 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციული წესით.

დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ადგილი არ ჰქონია პოლიციის მხრიდან ძალადობას და დაკავებისას მათ განუმარტეს დაკავების მიზეზი და უფლებები.