ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-16 19:27:00

ზუგდიდის ცენტრში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ოფისი დააყაჩაღეს. ფილიალში შეიარაღებული პირი შევიდა და მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 7 ათას ლარამდე გასტაცა. თავდამსხმელი მოლარეს მომხმარებლად გაეცნო, რის გამოც თანამშრომლებს განგაშის ღილაკი არ გამოუყენებიათ.

 

დამყაჩაღებელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  სავარაუდოდ, მას გარეთ თანამზრახველი ელოდებოდა.

 

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.