სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-16 16:52:00

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტი (1000 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი კონიაკი (4,5 ლიტრი) აღმოაჩინეს. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სატრასპორტი საშუალება, ამასთან სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა.