სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-16 10:48:00

თურქეთში, სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს. ,,იმედის“ იმფორმაციით, მეგობარმა მისი ცხედარი სახლში აღმოაჩინა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

მამაკაცი წარმოშობით კახეთიდან, ყვარლის რაიონიდან იყო. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.