თელავში, ყაჩაღობის ბრალდებით, 40 წლის ქალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-14 19:03:00

ქალაქ თელავში, ყაჩაღობის ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე ქალი ცხელ კვალზე დააკავა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს და ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

75 წლის ლია კაკაბაძის დაყაჩაღება დღეს სცადეს, თუმცა მძარცველმა საპენსიო თანხის წაღება ვერ შეძლო და ადგილიდან მიიმალა.