რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2017-03-10 13:46:00

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.