თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2017-03-09 17:32:00

თელავში, ქუთაისის ქუჩაზე, ავარიის შედეგად ერთმანეთს კრიმინალური პოლიციის „პიკაპის“ ტიპის ავტომობილი და „ჰონდას“ მარკის ჯიპი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, პოლიციის ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.