ყაჩაღობა სამეგრელოში - მოკლულია ერთი ქალი

საქართველო, თბილისი - 2017-03-09 09:33:00

ყაჩაღობა სამეგრელოში - მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების სახლში გვიან ღამით რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ხანდაზმულ დებს, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. დამნაშავეებმა ქალები გაკოჭეს. ერთ-ერთი და ადგილზე მოკლეს. მძიმედ არის დაჭრილი მეორე ქალი.