აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე

საქართველო, თბილისი - 2017-03-08 14:31:00

პოლიტკოვსკაიას #18-ში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ახალგზარდა მამაკაცი დაშავდა. ის დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, გაზის გამათბობელი აფეთქდა.

დამწვარია 60-80 კვ.მ.-მდე ფართობი. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.