`სახალხო ბანკის" პედაგოგების დაკრედიტების პროგრამით ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ისარგებლებენ

საქართველო, თბილისი - 2009-11-03 10:33:00

"სახალხო ბანკი" პედაგოგების დაკრედიტების პროგრამას აგრძელებს. დღეიდან ამ პროგრამით ბაგა-ბაღების პედაგოგებიც ისარგებლებენ.

როგორც "სახალხო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, დღეიდან ეს პროგრამა არამარტო სკოლების, არამედ ბაგა-ბაღების პედაგოგებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. 

"სახალხო ბანკის" სახელფასო პროგრამაში ჩართული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 5736 პედაგოგს საშუალება ეძლევა მიიღოს ერთწლიანი სესხი ყოველთვიური ხელფასის სამმაგი ოდენობით.