38 წლის გიორგი ტრაპაიძის მკვლელობის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია

საქართველო, თბილისი - 2009-11-03 10:03:00

38 წლის გიორგი ტრაპაიძის მკვლელობის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე, ფალ;იაშვილის 66-ში კრიმინალისტები წუხელ გვიან ღამემდე მუშაობდნენ.  

გიორგი ტრაპაიძეს წუხელ დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთჯერ ესროლა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა გიორგი ტრაპაიძე ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.