"ბაია გალერეაში" ნინო ჭილაშვილის გამოფენა გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 20:04:00

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, "ბაია გალერეაში" გაიხსნება ნინო ჭილაშვილის გამოფენა "რეპორტაჟი შარგოროდიდან". 

ნინო ჭილაშვილმა 1988წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. მისი ნამუშევრები წლების განმავლობაში სხვადასხვაგალერეაში გამოიფინებოდა:

  1988 - "საშემოდგომო გამოფენა" თბილისში, მხატვრის სახლში; 1993 - "Tiflis Gast Zu Kolnნ" გალერეა "K+K" კიოლნში; 1999-2000 - მასტერკლასები და დასკვნითი გამოფენა სახელოსნოში, თბილისში; 2006 - განჯის საერთაშორისო არტფესტივალი, განჯა (აზერბაიჯანი);2008 _ აპრილის პროექტი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი); 2009- New Medea Theater collectif in a digital-metafisical state of emergency - New Art  (თბილისი), Kunstlerhaus, საარბრიუკენი; 2009 _ შარგოროდის რეზიდენცია (შარგოროდი, უკრაინა).