მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულთა პროცესი ხვალ გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 19:32:00

ხვალ, 3 ნოემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებისთვის განსასჯელების სასამართლო პროცესი განახლდება.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს.
საქმეში 28 განსასჯელია. 13 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

მუხროვანის სამხედრო ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.