სააპელაციო სასამართლოში ნინოწმინდაში მომხდარ ეკოციდთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 18:26:00

 ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით მომხდარ ეკოციდთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. საჩივარი სასამართლოში "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" შეიტანა.

სოფლების: ნინოწმინდის, გაღმაუბნისა და წყაროსთავის დაზარალებული მოსახლეობა ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. მოსახლეობა ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანიისაგან ეკოლოგიური კატასტროფის შდეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
მოსარჩელეები, ზიანის დასადგენად, სასამართლოსგან შუამდგომლობით ითხოვენ ექსპერტიზის ჩატარების ნებართვას.

მოსარჩელე მხარეებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და პროცესზე წარმოადგენენ, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ადვოკატები.