ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში უცხოური დაფინანსების მოზიდვისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევის საკითხებს.
ბიზნესის განვითარების ქსელი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIჩ) ინსტიტუტია და მოიცავს მსოფლიოში ცნობილ მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო ბიზნესებს, ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებს და საინვესტიციო სააგენტოებს.
"ამ ალიანსში ძირითადად კერძო კომპანიებია გაერთიანებული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო რისკების სააგენტო პირველი სამთავრობო სატრუქტურაა, რომელიც ორგანიზაციის წევრეი გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალიანსში ამ ეტაპზე არ არიან გაერთიანებული ქართული კომპანიები, ამდენად მათ შეუძლიათ გაწევრიანდნენ აღნიშნულ ქსელში", _ განაცხადა საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სიმონიამ.