2009 წელს 3 %-იანი წლიური ინფლაციაა მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 15:44:00

აგვისტოს დეფლაციის შემდეგ, წლის ბოლოს წლიური 3 %-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი, ამის შესახებ დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ, ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო დროს დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციების პრეზენტაციაზე, ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

"აგვისტოს დეფლაციის შემდეგ, წლის ბოლოს წლიური 3 %-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. საშუალოვადიან პერიოდში სებ-ის ინფლაციის სამიზნე-მაჩვენებელი 6 %-ია", - განმარტა ქადაგიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 2009 წლის ბოლოსთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად შემცირდება და 13 %-ს მიაღწევს.