იაპონელ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა

საქართველო, თბილისი - 2016-10-03 14:23:00

მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იაპონელი მეცნიერი იოშინორი ოსუმი გახდა. ოსუმიმ საპატიო ჯილდო ავტოფაგიის მექანიზმების კვლევებისთვის მიიღო. მოლეკულარული ბიოლოგი ამჟამად ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს.