რადიო "თავისუფლება" დღეიდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყებს მაუწყებლობას

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 10:07:00

რადიო "თავისუფლება" დღეიდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყებს მაუწყებლობას.

გადაცემა "ეხო კავკაზა" ერთ საათიანი იქნება და მასზე პრაღის ოფისის 5-კაციანი ჯგუფი იმუშავებს.

მისი მოსმენა "მწვანე ტალღის" საშუალებით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილისთვის იქნება შესაძლებელი.

დღეიდან ამოქმედდება ასევე ახალი ვებ-გვერდიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება გადაცემის მოსმენა.