„თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სია წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2016-09-08 16:32:00

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის საარჩევნო სია წარადგინა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, პარტიის 200-კაციან სიაში 60-ზე მეტი ქალია.

მისივე თქმით, სიიის ფორმირებისას ყურადღება დაეთმო იმასაც, რომ სიაში პარტიის ძველი წევრებიც ყოფილიყვნენ.

პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული ასეთია - 1) ირაკლი ალასანია 2) ვიქტორ დოლიძე 3) ნინო გოგუაძე 4)ზურაბ აბაშიძე 5)ირაკლი ჩიქოვანი 6) შალვა შავგულიძე 7) თამარ კეკენაძე  8) ალექსი პეტრიაშვილი 9).მაია ფანჯიკიძე 10) გიორგი ცაგარეიშვილი.