„ლიბერთი ბანკი“ ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიაში ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 2016-09-01 10:14:00

ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს დირექტორი, სერგეი ოსადჩი და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ „ინფო 9“-ს ლიბერთი ბანკიდან აცნობეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი ჩაერთვება კომპანია ეივონ კოსმეტიქს საქართველოს კამპანიაში, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის მომსახურების გაწევას.