ხვალ ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება

საქართველო, თბილისი - 2009-11-01 15:21:00

 ხვალ, 2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბრალდება.