ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტებს აფიქსირებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 2016-08-04 14:26:00

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, სადაც  ორ აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატის ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტია დაფიქსირებული. შემთხვევები თემქისა და ნაძალადევის რაიონებში მდებარე აფთიაქებში მოხდა.

დღეს გამართულ პრესკონერენციაზე   ცნობილი გახდა,  რომ 2 აგვისტოს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა ორ აფთიაქში ურეცეპტოდ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. 4 აგვისტოს კი, ორივეს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელიც განსახილველდ სასამართლოს გადაეგზავნა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტის აღმოჩენისას სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე დარეკონ, ყველა ზარზე უწყება რეაგირებას მოახდენს.