„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით შუახევის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდებათ

საქართველო, თბილისი - 2016-06-30 16:20:00

1 და 2 ივლისს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად უფასო კარდიოლოგიურ გასინჯვებს ჩაატარებენ.

პაციენტები მიიღებენ  კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე ჩაუტარდებათ ელექტრო კარდიოგრაფია და გულის  ექო - კარდიოგრაფია.

იმ პაციენტებს რომლებსაც აქციის ფარგლებში გულ- სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინდებათ, ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ ყველა საჭირო და აუცილებელ კარდიოლოგიურ მედიკამენტებს ერთჯერადად უფასოდ გადასცემს.

შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში  კონსულტაციები 10:00 საათიდან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება.