ვეტერინარული ინსპექტირებისას 5 ობიექტი დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 2009-11-01 12:56:00

აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური აგრარული ბაზრებისა და სავაჭრო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს. მიზნობრივი პროგრამის განხორციელება მარტის თვიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რამოდენიმე სავაჭრო ობიექტი შემოწმდა. ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელებისას, გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამსახურის სპეციალისტების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ ხუთი ობიექტის ხემძღვანელი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა.