"ალვანში სახლები დატბორა, ლაგოდეხში კი დაინგრა. ყვარელსა და თელავშიც წვიმს, თუმცა ამ რაიონებში საფრთხე ნაკლებად არსებობს. ამ დროისთვის ტექნიკა მობილიზებულია ორივე რაიონში და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ყველაზე მეტად ლაგოდეხის რაიონი დაზარალდა. სოფელ განჯალაში სამი საცხოვრებელი სახლი დაინგრა 50-მდე კი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე კაბალმა სოფელ ბაისუბანში ცენტრალური ხიდი ჩაანგრია, რის გამოც ავტოტრანსპორტით მოძრაობა პარალიზებულია.