საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 31 ოქტომბერს იტალიელ თანატოლებს შეერკინებიან

საქართველო, თბილისი - 2009-10-31 14:37:00

 ევროპის ჩემპიონობისთვის, საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 31 ოქტომბერს იტალიელ თანატოლებს შეერკინებიან, რომლებმაც ნახევარფინალში ესპანეთი 40:10 დაამარცხეს.


19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები 12:8 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატზე თამაში, სადაც სულ 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყო. პირველი მატჩი ქართველებმა გერმანიასთან გამართეს და 34:3 დაამარცხეს.