26 მაისის აღლუმისთვის მზადება დღეიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2010-05-19 12:17:00

26 მაისის აღლუმისთვის მზადება დღეიდან დაიწყება.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით,
აღლუმის პირველი რეპეტიცია ღამით გაიმართება.

აღნიშნულის გამო 23:00 საათიდან თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე ლესელიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები გადაიკეტება.
შეზღუდვა ხვალ, გამთენიისას 05:00 საათისთვის მოიხსნება.

საპატრულო პოლიცია მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას თხოვს.