მოკლული პროკურორის ავტომანქანა ნუცუბიძის მეორე პლატოზეა ნაპოვნი

საქართველო, თბილისი - 2016-01-22 10:24:00

შსს-ს ინფორმაციით, ნუცუბიძის II პლატოზე ნაპოვნი ავტომანქანა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს ვახტანგ ქირიას ეკუთვნის.
უწყებაში აცხადებენ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სპეციალისტები E კლასის Mercedes-ის მარკის ავტომობილს ნომრებით FBI 010 სწავლობდნენ.

შსს-ს ცნობით, ავტომანქანა დაზიანებული არ არის, მხოლოდ დაშვებულია უკანა საბურავი. ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.

მოკლული პროკურორი 16 იანვარს მისი ნათესავის ბიძინა კუჭავას ბინაში იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.