ტყიბულში სიმამრმა სიძე სასიკვდილოდ დაჭრა

საქართველო, თბილისი - 2016-01-15 15:22:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მერაბ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებიების ცნობით, ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს - 1972 წელს დაბადებულ პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლიდ კოდექსის 108-ე მუხლით.