„ტაბულას“ თანამშრომლებს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 2016-01-13 08:08:00

რა მოხდა ღამით ლესელიძის ქუჩაზე?- საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული. დაზარალებულნი არიან ტელეკომპანია ტაბულას თანამშრომლები. მათი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ ერთ-ერთ რესტორანში უცნობმა პირებმა მიაყენეს და პატრულის გამოძახების შემდეგ მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.