ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-01-12 10:39:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით",- წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.