ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2016-01-06 14:47:00

სოფელ ნორიოსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 6 ადამიანი. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევა 3 იანვრის ღამეს მოხდა.