ბანკის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-29 11:02:00

,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი აყვანა ადგილზევე მოახერხეს.
შეიარაღებულმა პირმა ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ბანკის სერვის ცენტრის დაყაჩაღება სცადა. როგორც ”საქართველოს ბანკში” აცხადებენ, თანხა წაღებული არ არის. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.