„კაბელების საქმეზე“ სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2015-12-29 08:31:00

ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მოხდება, რომელთა ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში საკითხი მათ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზეა ჩანიშნული.