თბილისში ვირუსული მენინგიტით 9 წლის მოზარდია დაინფიცირებული

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 15:57:00

თბილისში ლიცეუმ "სადუნში" მენინგიტის კიდევ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით 9 წლის მოზარდია დაინფიცირებული. 
ამ დროისათვის 9 წლის სანდრო ქორიძის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის უკვე რამდენიმე დღეა საავადმყოფოში იმყოფება. მასწავლებლები, მისი მშობლები და ექიმები დაავადების გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავენ.
სკოლა-ლიცეუმ "სადუნში" უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. ამ დროისათვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რომელიც სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ორშაბათს აღდგება.