ადელის ახალი ალბომი გაყიდვების რეკორდს ხსნის

საქართველო, თბილისი - 2015-11-26 08:49:00

ბრიტანელი მომღერლის, ადელის ახალმა ალბომმა შეერთებულ შტატებში ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ბოლო 5 დღის განმავლობაში ალბომის 2,4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

ალბომ „25“-ის პირველი სიმღერა Hello გასულ კვირას ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში ლიდერობდა, სანამ ის ჯასტინ ბიბერის სიმღერამ Sorry არ ჩაანაცვლა, ამერიკულ ჰიტ-აღლუმებში კი Hello დღემდე ერთპიროვნული ლიდერია.