"ExxonMobil"-ის სუფთა მოგება 65 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 13:31:00

2009 წლის 9 თვის განმავლობაში უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია "ExxonMobil"-ის სუფთა მოგება გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65 პროცენტით, 13,23 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

2009 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 43,8 პროცენტით შემცირდა და 220,7 მლრდ დოლარი შეადგინა

2009 წლის III კვარტალში "ExxonMobil"-ის სუფთა მოგება 68 პროცენტით, 4,73 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ამავე პერიოდში, კომპანიის შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა და 82,26 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგება გადასახადების გადახდამდე 2,9-ჯერ 9,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

კომაპნია "ExxonMobil" მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობკომპანიაა. კომპანიის ისტორია სანავთობო ტრესტ ""Standard Oil"-დან, იწყება, რომელიც 1882 წელს, ცნობილი მილიონერის ჯონ როკფელერის მიერ დაფუძნდა. ახლანდელი სახით კომპანია 1999 წელს კომპანიების "Exxon"-სა და "Mobil"-ს შერწყმის შედეგად გამოჩნდა.