კოტე კუბლაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 13:04:00

დღეს, 17:15 საათზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს წარადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ბესარიონ ზოიძე დატოვებს. მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

დღეს უზენაეს სასამართლოში 17:00 საათზე დაგეგმილია პლენუმი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის საკითხი გადაწყდება. კუბლაშვილი ახალ მოსამართლეს პლენუმის შემდეგ წარადგენს.

ახალი მოსამართლე უფლებამოსილების შესრულებას პარლამენტის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.