ილია მეორე სასულიერო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 11:40:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან გადადგა.  

ამის შესახებ პატრიარქმა დღეს დილით, სასულიერო აკადემიაში თავად განაცხადა.

"ვეღარ ვახერხებ სათანადო ყურადღება მივაქციო სასულიერო აკადემიას", - განმარტა პატრიარქმა.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის რექტორად სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი, აკადემიის პრორექტორი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა.