დღეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 11:15:00

 დღეს, 30 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

შეზღუდვის მიზეზი მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურ "მახათაში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა.

დღოებითი შეზღუდვა შეეხება ასევე თემქის IV, IX, X კვარტლების და XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება ასევე შეუწყდება სასურსათო კომბინატს და თემქის სავაჭრო ცენტრს.