"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 10:51:00

დღეს, 13 საათზე, თბილისში, სასტუმრო ვარაზში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეგიონული ჟურნალისტებისათვის ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ღონისძიებებზე მომზადებული ანგარიშების პრეზენტაციას გამართავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს: ანალიტიკოსი მარტინ ნოგტონი, ჟურნალისტებს, `სურსათის უვნებლობა საქართველოში" და "სადაზღვევო პოლისზე" მომზადებულ ანგარიშებსგააცნობს

15:00 საათზე გაიმართება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსის ალეკო სკრივენერის პრეზენტაცია თემაზე "საპროცესო გარიგებები - ძირითადი გამოწვევები", ხოლო 16:30 საათზე ანალიტიკოსი მატიას ჰუტერი ჟურნალისტებს გააცნობს ანგარიშს თემაზე "მედია მფლობელები".

ხოლო ხვალ, 31 ოქტომბერს, 10:00 საათზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამართავს პრეზენტაციას თემაზე "საერთაშორისო ფინანსური დახმარების განაწილების მონიტორინგი".