სტიქიამ ოზურგეთის რაიონი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 2015-10-04 10:28:00

სტიქიამ ოზურგეთის რაიონი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა სახურავები გადახადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში არსებულ საცხოვრებელ სახლებს. მომხდარის შედეგად პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. გარდა ამისა დაზიანებულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თავად ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ზარალის ოდენობას ითვლიან.