"თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 30 ოქტომბერსაა დანიშნული. ცოტნე გამსახურდიას აღმკვეთი ღონისძიების სახით სავარაუდოდ, 2-თვიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ, რაც უკანონობაა", - განაცხადა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას ვაჟი 28 ოქტომბერს მეზობლის, დავით ბაჯელიძის დაჭრის გამო დააკავეს. მას ბრალი დღეს წაუყენეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.